პოლიტიკა
ამერიკელები გეგმავენ სისტემური მუშაობის ორგანიზებას ოპოზიციის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და "ქართული ოცნების" პოზიციების შელახვის მიზნით - სერგეი ნარიშკინი

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის დროიდან, შეერთებული შტატები მიჩვეული იყო საქართველოში პოლიტიკური პროცესების მართვასა და კარნახს თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს მთავრობა და როგორ უნდა ურთიერთობდეს ოპოზიციასთან, - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის სერგეი ნარიშკინის განცხადებაში, რომელიც უწყების ვებგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.

ნარიშკინის განცხადებით, ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ, რადგან ის თავს არიდებს აშშ-ის მოთხოვნების შესრულებას, უსიტყვოდ მისდიონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.

"ამერიკელები გეგმავენ სისტემური მუშაობის ორგანიზებას ოპოზიციის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და "ქართული ოცნების" პოზიციების შელახვის მიზნით. აშშ ასევე მოუწოდებს ევროპელ პარტნიორებს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ.

ვაშინგტონი განუმარტავს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თეთრი სახლის შემდგომი ხაზი თბილისთან დაკავშირებით განისაზღვრება საქართველოს ხელმძღვანელობის მზადყოფნით ზუსტად შეასრულოს ამერიკული მითითებები.

საქართველოს მაგალითი მეტყველებს იმაზე, რომ ცალკეული ნაციონალური ელიტების სურვილი, გამოიყენონ ვაშინგტონის პატრონაჟი თავიანთი ამჟამინდელი ამოცანების გადასაჭრელად სწრაფად იწვევს დე ფაქტო სუვერენიტეტის დაკარგვას და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას, როგორც საგარეო ასპარეზზე, ასევე საკუთარ ქვეყანაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.