საზოგადოება
უნგრეთის შემდეგ - ავსტრიამ შეაჩერა ვაქცინაცია AstraZeneca– ს ვაქცინით, რომლის მიღებასაც საქართველო ცდილობს

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. ავსტრიის ხელისუფლებამ შეაჩერა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca–ს ვაქცინის პარტიის გამოყენება

პრეპარატის გამოყენების დროებითი შეჩერების მიზეზი იყო ორი მედდის გარდაცვალება, რომლებიც Zwettl–ის კლინიკაში მუშაობდნენ. 49 წლის სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი სისხლის შედედების მძიმე დარღვევებით გარდაიცვალა, მის 35 წლის კოლეგას კი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია განუვითარდა.

მანამდე უნგრეთმა გადაწყვიტა დროებით შეეჩერებინა კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია AstraZeneca– ს პრეპარატით.