უცხოეთი
ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სააკაშვილის საბჭოს შემადგენლობიდან გაყვანის მიზეზი უცნობია.

ვლადიმირ ზელენსკიმ ურბანული დაგეგმარების საკითხთა საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში გიორგი ცხაკაია შეიყვანა, რომელიც უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ექსპერტია.

1tv.ge