საზოგადოება
კახა კალაძე – პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი და ურთიერთკომპრომისია საჭირო

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ამავდროულად ქართული ოცნების გენერალური მდივანიცააა, განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი და ურთიერთკომპრომისია საჭირო.

„დიალოგს არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა თბილისის მერმა, განსახვავებით პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისაგან, რომელმაც ახალი არჩევნების დანიშვნაზე რაიმე ტიპის დიალოგი „კატეგორიულად“ გამორიცხა და ოპოზიციას დისკუსიის მთავარ პლატფორმად პარლამენტის გამოყენებისკენ მოუწოდა.

„თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დავსხედით, როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები, შეუძლებელია ასე დისტანციურად და ტელევიზიებით ვესაუბროთ ერთმანეთს“, – განაცხადა თბილისის მერმა და დასძინა, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისი საქართველოს განვითარებასა და მომავალს აზიანებს.

ქართული მედია თბილისის მერის სიტყვებზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ მმართველი გუნდის მნიშვნელოვნად მიიჩნევს საერთაშორისო გამოხმაურებებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებაზე.

„ეს ადამიანები ქვეყნის მხარდამჭერები არიან და ისინი ელიან, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთთან საუბარს მოახერხებენ“, – ხაზი გაუსვა კალაძემ.