პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს გავლით საქართველოს გარეშე - პოლიტეკონომია, თუ სამოდულო ტექნოლოგიები ქართულ პოლიტიკაში (SPUTNIK-GEORGIA)

     (ქართველი პოლიტოლოგისა და პუბლიცისტის, „საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის სიტყვით გამოსვლიდან საერთაშორისო სამეცნიერო ვიდეოკონფერენციაზე "საქართველო - XXI საუკუნე: რეალიები და პერსპექტივები”, 12.02.2021)

   „COVID-19 პანდემია გარდაუვალი ცვლილებების კატალიზატორის როლი შეასრულა „ამერიკა-ევროკავშირი-რუსეთი-ჩინეთი-ს კონფიგურაციაში, რაც არსებით გავლენას მოახდენს მსოფლიოს პოლიტიკურ კლიმატზე. მთავარ მოთამაშეებს შორის ძალთა ბალანსის რადიკალური ცვლილების კონსტატაცია ჯერ კიდევ ნაადრევია, მაგრამ შედეგად გაჩნდა საინტერესო "მოდულები". მაგალითად, სამხრეთ კავკასიაში ეს არის "3 + 3" "საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი + რუსეთი -თურქეთი-ირანი ”, ე.წ. კავკასიური პლატფორმა”, რომლებიც ამჟამად საპროექტო სტადიაზეა.

ახალმა რეალიებმა შეიძლება დიდი შესაძლებლობები შეუქმნას ქვეყნებს, რომელთა პოლიტიკური ხელმძღვანელობები გამოავლენენ მოქნილი თემატური სამოდულაზროვნების უნარს. ძველი, კრეატიულობას მოკლებული ვექტორული აზროვნება ("საქართველო - დასავლეთი", "საქართველო - ჩრდილოეთი" და ა.შ.), რომელსაც ყოველდღე ვაწყდებით, უპერსპექტივოა და უდავოდ წარსულს უნდა ჩაბარდეს. სწორედ ეს ვექტორული აზროვნება იწვევს ბევრ პრობლემას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაში, ბალტიისპირეთში და ევრაზიული სივრცის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. დღეს, როდესაც „ძველი“ ევროპა, როგორც ჩანს, ენაცვლება აშშ–ს რუსეთის მთავარი მოწინააღმდეგის პოზიციაზე, რის გამოც ბატონი ლავროვი ემუქრება ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტით, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მობილური კორექცია (და არა ურთიერთგამომრიცხავი ვექტორების ჩანაცვლება, ერთისა – მეორეთი!) ისეთი პრობლემური ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, არა მხოლოდ მისაღები, არამედ აუცილებელიც არის.

   პრობლემებში, პირველ რიგში, ვგულისხმობ გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ დაშლილ ეკონომიკას, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია სხვა ქვეყნების იმპორტ/ ექსპორტსა და ინვესტიციებზე, ტურიზმზე და საერთაშორისო ფინანსურ დახმარებაზე (EBR, ADB და სხვ. ორგანიზაციების); დარღვეულ ტერიტორიულ მთლიანობას და დაუდგენელ სახელმწიფო საზღვარს, რომლის ბევრი მონაკვეთი დელიმიტაციას ექვემდებარება, და ამავე დროს - გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან ადგილმდებარეობას, რაც, ვექტორული აზროვნების შემთხვევაში, ასევე პრობლემად იქცა.

   მინდა მოვიყვანო ვექტორული აზროვნების მაგალითი, რომელიც „ქართული პოლიტეკონომიის“ სამაგალითო ნიმუშაი. დღევანდელ კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის რეალიებსა და პერსპექტივებს, ზოგიერთ გამოსვლაში გაჟღერდა უკმაყოფილება „კარასინ-აბაშიძისა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატებით, თითქოსდა მათი დაბალი ეფექტიანობის გამო, რაც აბსოლუტურად მცდარია. შემიძლია საპირსიპირო უამრავი მყარი არგუმენტები მოვიყვანო და მოვახდინო სიტუაციის მოდელირება ზემოთ აღნიშნული ფორმატების არარსებობის პირობებში, მაგრამ წინა გამომსვლელებთან პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ. ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ჟენევის მოლაპარაკებები და, განსაკუთრებით, პრაღის "კარასინ-აბაშიძის" მოლაპარაკებები წარმოადგენს უნიკალურ და აუცილებელ ჩარჩო ფორმამკაცრად გამოკვეთილი მიზნებითდა ამოცანებით, რაც რულებითაც არ გამორიცხავს სხვა თემატური მოდულების ფუნქციონირებას სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებ - იქნება ეს მოლაპარაკებები, თუ ეკონომიკური სეგმენტები (ვაჭრობა, ტრანსპორტი, ბიზნესი, ინვესტიციები), სახალხო დიპლომატია თუ ჰუმანიტარული სფერო.

ვექტორული აზროვნების შედეგად, ჩვენ პარადოქსული სურათის მოწმე ვართ - მაგალითად, როდესაც ნატოს ქვეყანა - თურქეთი - ახორციელებს ეკონომიკურ პარტნიორობას რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით „ბაქო-ახალქალაქი-ყარსი“-ს რკინიგზის გამოყენებით. და უახლოეს მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს რუსეთ-თურქეთის პარალელური ბევრად უფრო მოხეხებული სარკინიგზო მარშრუტი, კვლავ - საქართველოს გავლით, მაგრამ საქართველოს გარეშე, რომელიც განსხვავდება „ბაქო-ახალქალაქი-ყარსი“-სგან ახალი გზით, ახალქალაქი – ყარსის 76 კმ მონაკვეთზე 1520 მმ სიგანის ლიანდაგით და სატერმინალო ლოგისტიკური ცენტრით ყარსში. თუ ლოგიკას მივყვებით, შორს როდია რუსეთიდან სომხეთში რკინიგზის გახსნის დღე "სოჭი-სოხუმი-თბილისი-ერევანი", ასევე საავტომობილო მარშრუტისა "ვლადიკავკაზი-ცხინვალი-თბილისი-ერევანი". ორივე შემთხვევაში ბოლო დანიშნულების ადგილი, ერევნის ნაცვლად, შესაძლოა ყარსი იქცეს. ამრიგად, რუსული რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსისრკინიგზას დაუკავშირდება უკვე არა ბაქოში, არამედ პირდაპირ თბილისში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გზას.

   მაგრამ ქართველებს იმდენი ხნის განმავლობაში უნერგავდნენ, რომ საქართველო "დერეფანია" (და ეს მართლაც ასეა), რომ ჩვენ მხოლოდ სატრანზიტო მისიით შემოვიფარგლეთ და ისიც კი არასრული მოცულობით. ძალიან მინდა იმედი მქონდეს, რომ ოფიციალური თბილისი გამოავლენს საკმარის შორსმჭვრეტელობასა და პოლიტიკურ მოქნილობას - დროულად შეუერთდება აღნიშნულ პროექტებს არა მხოლოდ როგორც სატრანზიტო ქვეყანა! ეს ჩვენი ეკონომიკური ინტერესებით არის ნაკარნახევი, მით უმეტეს, რომ თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ირანი ტრანზიტის ალტერნატიულ ვარიანტებს შეიმუშავებენ – ნახიჩევანის გავლით. საქართველოს ჯერიგადავიდეს სამოდულაზროვნებაზე და იმ იზოლაციიდან დააღწიოს თავი, რომელშიც, გასაგები მიზეზებით, უკვე 30 ელია იმყოფება! ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის დონე პირდაპირპროპორციულია მისი ეკონომიკური დამოუკიდებლობის დონისა, სხვადასხვა პერსპექტიულ პროექტებში ინტეგრაციისრაც შეიძლება მეტი ფიგურანტის მონაწილეობით. ასეთ პროექტებსაქართველოსთვის წარმოადგენს “კავკასიური პლატფორმა" და "ერთი სარტყელი - ერთი გზა".

   არსებობს სხვა - ძველი ჩიხური გზაც, რომელიც უკვე აღვნიშნე, ეს როდესაც საქართველოში, კონსერვატიული ვექტორული აზროვნების შედეგად, წინა პლანზე სხვა ქვეყნების ინტერესები დგება. სიტყვით გამოსვლის დასაწყისში მოვიყვანე რუსეთ-თურქეთის სარკინიგზო ტრანზიტის მაგალითი საქართველოს გავლით, რომელსაც ჯერ არ ვიყენებთ ქართული ეკონომიკის სასარგებლოდ, ახლა კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. თურქეთი საქართველოს აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონში მარნეულის სამხედრო აეროდრომს აღადგენს, რომელიც რუსეთის ავიაციამ 2008 წლის აგვისტოში დაბომბა. აღადგენს საკუთარივე 14 მილიონი დოლარით, რომელიც საქართველომ გასული წლის ოქტომბერში სამხედრო ხარჯებისთვის გამოჰყო. სამხედრო საჭიროებისთვის გამოყოფილი თანხები, მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის გარდა, დაიხარჯება თურქული ფირმებისა და კომპანიებისგან საქონლისა და მომსახურების შეძენაზე. ანუ, თურქეთი, რომელმაც გაყიდის თავის საქონელსა და მომსახურებას, პრაქტიკულად არა მარტო უკან დაბრუნებს მის მიერ გამოყოფილ ფულს, მოიგებს კიდევაც! აი, ეკონომიკური დივიდენდების მიღების კონკრეტული ბრწყინვალე მაგალითი, პოლიტიკურთან ერთად! და ასე იქნება ყოველთვის - თურქეთი დაიკავებს საქართველოში ნებისმიერ თავისუფალ სეგმენტს, სანამ საქართველო რუსეთის მონაწილეობით პროექტებისგან თავს არიდებს. ამავე დროს, რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივისა და კარასინ-აბაშიძის ფორმატის წყალობით, შეუფერხებლად ხორციელდება ქართული პროდუქციის შთამბეჭდავი ჩამონათვალის ექსპორტი რუსეთში, რომლის მოცულობა მხოლოდ თურქეთიდან საქონლის იმპორტს თუ ჩამოუვარდება.

   ამ სიტუაციას მხოლოდ ანომალიურს თუ ვუწოდებთ. მაგრამ ”მატარებელი დაიძრა”, ბატონებო, და „ქართული პოლიტეკონომიის“ დრო, რომელმაც საქართველო მხოლოდ დააზარალა, წარსულს ჩაბარდება. პოლიტიკაში მუდმივია მხოლოდ ინტერესები და არა მეგობრები და მტრები - არა ვექტორული აზროვნება ("საქართველო - დასავლეთი" ან "საქართველო - რუსეთი"), არამედ სხვადასხვა კონფიგურაციის მოდულების შექმნის შესაძლებლობა, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არის XXI საუკუნის ახალი პოლიტიკური ტექნოლოგია! სწორედ სამოდულპრინციპით შეიქმნა თანამედროვე კოსმოსური სადგურები, რომელიც ერთდროულად მათი უსაფრთხოების გარანტია.”

წყარო: SPUTNIK-GEORGIA