პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს ჰყავს ორი ახლო და ძალიან ღირებული პარტნიორი, უკრაინა და საქართველო

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შავი ზღვა ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამის შესახებ მან უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ შავი ზღვა ნატო-სა და ნატო-ს მოკავშირეებისთვის, ასევე ჩვენი ზღვისპირა წევრებისთვის თურქეთისთვის, ბულგარეთის, რუმინეთისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობისაა და ამ რეგიონში გვყავს ორი ახლო და ძალიან ღირებული პარტნიორი, უკრაინა და საქართველო. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ შავ ზღვაზე რუსეთის მნიშვნელოვან გაძლიერებას, რაც გამომდინარეობს ყირიმის უკანონო ანექსიიდან და ასევე მიმდინარე წელს რუსეთის საზღვაო ძალების რაოდენობის გაზრდით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსმა ასევე გააძლიერა თავისი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში და ბოლო რამდენიმე დღეში შავ ზღვაში სამი ამერიკული სამხედრო ხომალდი განთავსდა. ამასთან, ნატო აძლიერებს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის, მათი საზღვაო ძალების დახმარებით.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შავ ზღვაში არ იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის დომინანტობა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.