უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - რუსეთის საგარეო უწყებას საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო უწყებას საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში, ისევე როგორც საერთაშორისო ­და რეგიონალური საკითხების მოგვარებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მან „დიპლომატების დღესთან“ დაკავშირებით გაავრცელა.

„რუსეთის საგარეო პოლიტიკის უწყებას უფლება აქვს იამაყოს თავისი მდიდარი ისტორიით. წინამორბედების მიერ დამკვიდრებული დიდებული ტრადიციების საფუძველზე, რუსი დიპლომატები ეროვნული ინტერესების დაცვის წინა ხაზზე რჩებიან, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფასა და რეგიონალური და გლობალური საკითხების მოგვარებაში,“ - აცხადებს პუტინი.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „აქტიურმა და თანმიმდევრულმა“ ძალისხმევამ მთელ რიგ პრობლემურ ადგილებში „სიტუაციის სტაბილიზება შესაძლებელი გახადა“ და „უცხოელი პარტნიორების უმეტესობასთან რუსეთის კონსტრუქციული თანამშრომლობა გააძლიერა.“

interpressnews.ge