პოლიტიკა
სააკაშვილმა თემურ ალასანიას მეშვეობით მოსკოვში ორი მილიარდი დოლარი გადააგზავნა – არნო ხიდირბეგიშვილი

     სააკაშვილების ოჯახი არის ოჯახი არა ჩვეული, არამედ მაფიოზური მნიშვნელობით, სადაც ყველა ცხოვრობს არა კანონებით, არამედ გაგებით”, - ასე დაიწყო ჩვენი საუბარი საქინფორმი-მთავარ რედაქტორთან, რომელშიც პირველად გაჟღერა ახალმა უმძიმესმა ბრალდებამ სააკაშვილის და ლეგენდარული“ ბიძამისის მისამართით . მე არნო ხიდირბეგიშვილ პროვოცირებმოვახდინე, როცა თხოვკომენტარი შევარდნაძის სახელმწიფო კანცელარიის უფროსისა და სააკაშვილის სამთავრობო კანცელარიის უფროსის, ნაცმოძრაობის“ სიით პარლამენტის ყოფილი წევრიპეტრე მამრაძის სკანდალური მხილებების შესახებ.

   კორ.: ბატონო არნო, გასული წლის 9 ნოემბერს თქვენ მისწერეთ ღია წერილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, რომელშიც აცხადებთ, რომ სააკაშვილის ყველა ქმედება საბოლოოდ რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ შემობრუნდა. წერილში ჩამოთვალეთ ფაქტები, რომელთა გამოც საქართველოში სააკაშვილს კრემლის ხელდასხმულად და რუსეთის სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტად თვლიან. ხოლო 26 იანვარს “უცნობის კიდობანში” პეტრე მამრაძემ მოულოდნელად გაიხსენა ეპიზოდები, რომლებიც მოწმობს, რომ სააკაშვილის ზრახვები და ქმედებები აჭარასა და ცხინვალის რეგიონში არა მხოლოდ წინასწარ იყო ცნობილი რუსეთისთვის, არამედ წინასწარ სანქცირებული მოსკოვის მიერ და ინიცირებულიც კი! ეს ყველაფერი ბევრ კითხვას აჩენს...

   არნო ხიდირბეგიშვილი: პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სააკაშვილების ოჯახი - ოჯახია არა ჩვეული, არამედ მაფიოზური გაგებით, სადაც ყველას თავისი ბიზნესი აქვს, ყველა დაკავშირებულია სპეცსამსახურებთან და ცხოვრობს არა კანონით, არამედ გაგებით. ოჯახის უფროსი - სააკაშვილის დედის ღვიძლი ძმა „დონ“ თემურ ალასანია - კაგებეს პოლკოვნიკია, აშშ-ის, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე. მიშას დედა - გიული ალასანია - ახალგაზრდობაში გადაიბირა კაგებემ, შემდეგ კი თურქეთის დაზვერვა MIT- მა; სააკაშვილის მეუღლე - სანდრა რულოვსი - ცერეუს აგენტია, რომელიც ქმართან ან საქართველოში მხოლოდ ლენგლის ბრძანებით ჩნდება. მიშას და მის ძმა დავითსაც კაგებესთვის ამზადებდნენ, მაგრამ ისინი შეუფერებელი აღმოჩნდნენ ფსიქიკის ნაკლის გამო: პირველი - ქარაფშუტა, ყბედი და ლაჩარი არასრულფასოვნების კომპლექსით, ხოლო მეორე - დაბადებიდან ჩლუნგი. ამიტომ, სააკაშვილი დანიშნეს (პ)რეზიდენტად, დავითი კი უბრალოდ ბენზინით მოვაჭრედ. ამავე დროს, ოჯახის წევრები ერთმანეთს არ ენდობიან - მათ შორის ფულზე „გადაგდება“ მოსულა, საჭიროების შემთხვევაში კი სპეცსამსახურებთან ერთმანეთის ჩაშვებასაც არ ერიდებიან!

   რაც შეეხება მამრაძის ”მოულოდნელ მოგონებებს”: ასეთი ბექგრაუნდისა და ინფორმაციის მოცულობის ატარებელი პიროვნებები, ფლეგმატიკები და ფიზიკმათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატები, მოულოდნელად არაფერიხსენებენ! 13 წელი გავიდა, მაგრამ ამის შესახებ მამრაძე საჯაროდ მხოლოდ დღეს საუბრობს, რაც მოსალოდნელ ცვლილებებს ნიშნავს. არ გამოვრიცხავ, რომ ბიინა ივანიშვილის პოლიტიკიდან მოულოდნელი წასვლა უკავშირდება ამ მოსალოდნელ ცვლილებებს, რაშიც მონაწილეობა მას არ სურს. შემთხვევითი როდია, რომ მამრაძე, რომელმაც წარბიარ შეიხარა, როდესაც ერთხელ პარლამენტში თავში ჩაარტყეს, „უცნობის კიდობანში“ უცებ ემოციური ხდება: ივანიშვილს პოლიტიკა სძულს!”, “ის არასდროს ცრუობს!” - წამოიძახებს მამრაძე და შემდეგ საუბარს მისთვის დამახასიათებელ დაბალ ტონალობაში აგრძელებს.

   კორ.: ბატონო არნო, მე თქვენგან ჯერ ვერ მოვისმინე პასუხი მთავარ კითხვაზე - საიდან იცოდა რუსეთმა წინასწარ სააკაშვილის გეგმების შესახებ? თუ 9 წლის განმავლობაში საქართველოს რუსეთის მარიონეტი მართავდა, მაშინ რა ვუყოთ მაშინდელი პრემიერის, პუტინის განცხადებებს, რომელმაც რამდენჯერმე, პირადად და საჯაროდ, გააფრთხილა "მიხეილ ნიკოლაევიჩი", რომ ფიქრიც არ გაებედა ცხინვალში სამხედრო ოპერაციაზე?! თქვენ აღწერეთ სააკაშვილების კოლორიტული ოჯახი - მაფიოზური ოჯახები მართავენ ბევრ სახელმწიფოს დემოკრატიის დაბალი დონით, აქ არაფერია უჩვეულო, მაგრამ, უკაცრავად და რუსეთთან კავშირი ვერ დავიჭირე...

   ა..: მე უკვე ვთქვი, რომ სააკაშვილების ოჯახი მაფიოზური გაგებით, სამართლებრივი სივრცის მიღმა ცხოვრობს. ამ კატეგორიის ხალხი არის საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობაშიც, ისინი მიჩვეული არიან ყველაფრის მიღწევას უკანონო მეთოდებით - ჩაწყობითა და ფულით. ფული ჯოჯოხეთს ანათებს!" - დარწმუნებული არიან კორუმპირებული თანამდებობისთვის შეუფერებელი ჩინოვნიკები, რომლებიც ნეპოტიზმს ქადაგებენ. პუტინთან პირველივე შეხვედრების შემდეგ, სააკაშვილი მიხვდა, რომ ვერასდროს შეძლებს მის მოტყუებას, რადგან პუტინი რენტგენივით ხედავს - რა ტრიალებს მის თავში. ამიტომ მიშამ მოსკოვთან არალეგალური კონტაქტის დამყარება არჩია ძია თემურის მეშვეობით, რომელმაც, თითქოსდა, შეინარჩუნა საქმიანი კავშირები თავის კაგებეშნიკ კოლეგებთან. ოჯახში თემურ ალასანია ირწმუნებოდა, რომ რეალურად ისინი, და არა მაშინდელი პრეზიდენტი მედვედევი, აკონტროლებდნენ სიტუაციას, მაგრამ იმისთვის, რომ კრემლმა სამხრეთ ოსეთში შეჭრა ისევე "ჩაყლაპოს", როგორც აჭარიდან აბაშიძისა და რუსული ბაზის გაძევებას შეეგუა, საჭიროა მისი მოქრთამვა. ბიზნესისა და შევარდნაძის ჩინოვნიკების ტოტალური რეკეტი, აშშ–ის, ევროკავშირის და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების უზარმაზარი გრანტები და კრედიტები - ამ მდიდარ მინდორზე აგროვებდა სააკაშვილი "მწვანე ლიმონებს" და მოთხოვნილ თანხებს თემურ ალასანიას აძლევდა ლუბიანკასა და ძველ მოედანზე გადასაცემად! არსებული ინფორმაციით, ჯამში ეს ორი მილიარდი დოლარია, რომელიც, თითქოსდა, ოსი ლიდერების, რუსული სპეცსამსახურებისა და რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა შორის უნდა გადანაწილებულიყო.

   კორ.: საერთოდ, როდესაც სამშობლოს ყიდიან, ამაზე დიდ ფულს შოულობენ, მაგრამ ჩვენთან, როგორც ყოველთვის, ყველაფერი პირიქითაა - სააკაშვილი იქით იხდიდა... უკაცრავად. თუ რუსებმა ფული მიიღეს, რატომ "არ ჩაყლაპეს" სააკაშვილის იერიში და ამის ნაცვლად, პირიქით, ხისტად გვიპასუხეს - გაანადგურეს ქართული ჯარი, წაგვართვეს ტერიტორიები, აღიარეს ისინი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად და იქ თავისი სამხედრო ბაზები განათავსეს?! "ყულუმბეგოვმა თავისი ფული მიიღო ... კრემლში წამოცდათ... რუსებს მოვილაპარაკეთ..." - სააკაშვილი უდავოდ ავანტიურისტია, მაგრამ სულ ტყუილად ხომ არ ბაქიბუქობდა თავისი გარემოცვის წინაშე კაბინეტში, რუქის წინ სავარძელში გადათხლაშული?!

..: აქ რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ან ძია თემურმა მიითვისა მთელი ფული და ამით აშშ-ში სახლები შეიძინა, ხოლო თავის ძმისშვილს ტყუილები „აჭამა“; ანდა თავად ძია თემური „გადააგდეს“ კაგებეშნიკებმა, რომლებსაც თავიდანვე არაფრის შნო არ ჰქონდათ, სამაგიეროდ პენსიაზე სოლიდური დანამატი“ იშოვეს. იქნებ, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, განზრახ მოახდინეს პოლკოვნიკ ალასანიას არაადექვატური ძმისშვილის პროვოცირება სამხედრო ავანტიურაზე - მათთვის ცნობილ დროს, რათა სააკაშვილი უცაბედად თავს არ წადგომოდა?! არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილს ისღა დარჩენოდა, ძია თემურს სიტყვაზე ენდოს, რადგან შემოწმება - მიაღწია თუ არა მილიარდებმა მოსკოველ ადრესატამდე, მას არ შეეძლო...

 

ესაუბრა ნინა ბერიძე
2021 წლის 8 თებერვალი
საქართველო, თბილისი