უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე მოქალაქეების დაკავებებზე - პროვოკატორებთან და ხულიგნებთან საუბარი შეუძლებელია

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის პოლიცია იმ პროვოკატორების ქმედებებზე, რომლებიც არასანქცირებულ მიტინგებს ესწრებიან, მკაცრად და კანონის ფარგლებში რეაგირებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის გუშინ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე ათასობით მოქალაქის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხულიგნებთან და პროვოკატორებთან დიალოგი შეუძლებელია.

„თქვენ და მე ვნახეთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ხულიგნები და პროვოკატორები და მათი აგრესიული ქცევა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ, რაც მიუღებელია. ამიტომ, ბუნებრივია, რომ პოლიციამ აუცილებელი ზომები განახორციელა. პროვოკატორებთან და ხულიგნებთან საუბარი შეუძლებელია,“- განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის ათობით ქალაქში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

interpressnews.ge