აქტუალური
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი და კომისიის მდივანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და კომისიის მდივანი სიმონა გრანატა-მენიჯინი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის „ტვიტერის“ გვერდზეა აღნიშნული.

„ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და კომისიის მდივანი სიმონა გრანატა-მენიჯინი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ, რომელსაც ხელმძღვანელობს ირაკლი კობახიძე, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდოარე“, – აღნიშნულია ვენეციის კომისიის „ტვიტერის“ გვერდზე.