უცხოეთი
ენტონი ბლინკენი - აშშ გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ უხეში ტაქტიკის გამოყენებას და რუსეთის ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. აშშ გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ უხეში ტაქტიკის გამოყენებას და რუსეთის ხელისუფლებას დაკავებულების, მათ შორის ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„აშშ გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უხეში ტაქტიკის მუდმივ გამოყენებას, რაც უკვე ორი კვირაა, გრძელდება. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, გაათავისუფლოს საკუთარი უფლებების გამოყენებისთვის დაკავებულები, მათ შორის ალექსეი ნავალნი“, – წერს ენტონი ბლინკენი.

დღეს ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები რუსეთის ათობით ქალაქში იმართება. დემონსტრაციებზე ასობით ადამიანია დაკავებული.

1tv.ge