უცხოეთი
ანდრე ვალინი - ვწუხვარ, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება ძალიან რთულია გარკვეულ ქვეყნებში, კერძოდ კი, რუსეთში

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირებით რუსეთი იღებს ვალდებულებას, დაექვემდებაროს სასამართლოს იურისდიქციას, – ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის წარმომადგენელმა, ანდრე ვალინმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ვწუხვარ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება ძალიან რთულია გარკვეულ ქვეყნებში, კერძოდ კი რუსეთში. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირებით რუსეთი იღებს ვალდებულებას, დაექვემდებაროს სასამართლოს იურისდიქციას. რუსეთში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილებები შესაძლოა, შესასრულებლად არასავალდებულო იყოს, ეწინააღმდეგება რუსეთის, როგორც ევროსაბჭოს წევრის ვალდებულებას“, – განაცხადა ანდრე ვალინმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე სამუშაო დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებზე მსჯელობენ.

1tv.ge