უცხოეთი
პუტინი ერდოღანზე: ეს არის ადამიანი, რომელიც სიტყვას არ ტეხს და კუდს არ აქიცინებს

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებს კარგ და ცუდ პარტნიორებად არ ჰყოფს და ყველასთან ერთად მუშაობს.

თურქეთის პრეზიდენტზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანზე საუბრისას, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ცალკეულ საკითხებზე თურქ კოლეგას ზოგჯერ არ ეთანხმება.

„შეიძლება, ზოგჯერ ჩვენი ხედვები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, თუმცა ეს არის ადამიანი, რომელიც სიტყვას არ ტეხს და კუდს არ აქიცინებს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

imedinews.ge