პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მომავალ კვირაში იგეგმება „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ მას აირჩევენ

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე უარყოფს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მომავალ კვირაში იგეგმება პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად, პარტიის თავმჯდომარედ მას აირჩევენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

არავითარი ყრილობა არ არის დაგეგმილი. როგორც ვიცი, „ევროპული საქართველოს“ ტელევიზიამ, „ფორმულამ“ გაავრცელა ეს ინფორმაცია. ალბათ, უნდათ, მაგალითად, ვაშაძის გადადგომის გადაფარვა ან იმ მძიმე პროცესების გადაფარვა, რაც მათ პარტიებში წარიმართება. მათ სპეკულაციებზე ჩვენ დიდად არ ვაკეთებთ ხოლმე კომენტარს და ამ შემთხვევაშიც მოვერიდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.