უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - მოვისმინეთ ნატო-ს გარანტიები, რომ არ გაფართოვდებოდნენ აღმოსავლეთით, მაგრამ ნატო-ს ინფრასტრუქტურა უახლოვდება ჩვენს საზღვრებს, თქვენ ხომ ჭკვიანი ხალხი ხართ, რატომ გგონიათ, რომ ჩვენ ვართ სულელები

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. თქვენთან შედარებით კი, ჩვენ თეთრები და ფაფუკები ვართ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბიბისის“ კითხვაზე, გრძნობს თუ არა პასუხიმგებლობას დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარებასებაზე, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ პასუხიმგებლობას გრძნობს იმაზე, რაც რუსეთში ხდება.

„რუსეთის პრეზიდენტი მე პასუხიმგებლობას ვგრძნობ იმაზე, რაც რუსეთში ხდება და ყველაფერს გავაკეთებ ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ახლა რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ თეთრები და ფაფუკები ვართ. თქვენთან შედარებით კი, ჩვენ თეთრები და ფაფუკები ვართ. ჩვენ გავათავისუფლეთ საბჭოთა დიქტატისგან ქვეყნები, რომლებსაც სურდათ დამოუკიდებლად განვითარება. ჩვენ მოვისმინეთ ნატო-ს გარანტიების შესახებ, რომ არ გაფართოვდებოდნენ აღმოსავლეთით, მაგრამ თქვენ არ შეასრულეთ დანაპირები. დიახ, ეს არ იყო ხელმოწერილი დაპირება, მაგრამ ზეპირი ხომ იყო. არაფერი გაგიკეთებიათ ამ მიმართულებით? იყო გაფართოების ტალღა, ნატო-ს ინფრასტრუქტურა უახლოვდება ჩვენს საზღვრებს. ნუთუ ამაზე არ უნდა გიპასუხოთ? ჩვენ გამოვედით რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შეთანხმებიდან? მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ გიპასუხოთ? გამოხვედით ღია ცის შეთანხმებიდან. ჩვენ რა ვქნათ? თქვენ, როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფო ჩვენს თავზე იფრენთ, ინფორმაციას შეაგროვებთ და გადასცემთ ამერიკულ მხარეს, ჩვენ კი ამერიკელებთან მიმართებით ამ შესაძლებლობას მოკლებული ვიქნებით? თქვენ ხომ ჭკვიანი ხალხი ხართ? რატომ გგონიათ, რომ ჩვენ სულელები ვართ?“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

1tv.ge