უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - მთიანი ყარაბაღის ჰადრუთის რაიონში აზერბაიჯანის არმიამ რუსი სამშვიდობოები ალყაში მოაქცია

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. მთიანი ყარაბაღის ჰადრუთის რაიონში აზერბაიჯანის არმიამ რუსი სამშვიდობოები ალყაში მოაქცია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რადიოსადგურ „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ფაშიანიანის თქმით, არსებობს კავშირის და კომუნიკაციის პრობლემა, რის გამოც ადგილზე კრიზისული ვითარებაა შექმნილი.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ სომეხი სამხედროების დანაყოფი ტყვედ არის აყვანილი.

სამხედროების ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანიც და ამბობს, რომ სომეხი ჯარისკაცები აზერბაიჯანელებმა ტყვედ ხცაბერდთან აიყვანეს.

სომხურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტყვედ აყვანილია დაახლოებით 100 სამხედრო მოსამსახურე.

1tv.ge