აქტუალური
კარლ ჰარცელი - მე არ დავიწყებ პარტიების გადაწყვეტილებების განსჯას, მაგრამ ყველამ მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ დრო იწურება

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. მე არ დავიწყებ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებების განსჯას. თითოეული მათგანი თავად უნდა მივიდეს სწორ დასკვნამდე, მაგრამ ახლა ყველამ მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ დრო იწურება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, სასურველია მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება.

"გუშინდელი საუბრის შემდეგ, ბევრი არაფერი შეცვლილა. მანდატებზე უარის თქმაზე დრო იწურება. ჩვენ შევდივართ პროცესში, რომელსაც მივყავართ გარკვეულ ლოგიკამდე, თუ რა მოხდება ერთი კვირის შემდეგ. ეს ყველაფერი კი ხაზს უსვამს იმას, რომ მივდივართ თამაშის დასრულებამდე. ვაგრძელებთ ძალისხმევას სხვადასხვა მხარესთან მოლაპარაკებებზე, ვნახოთ თუ მივალთ შეთანხმებამდე. მე მჯერა, რომ საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელსაც შეუძლია ფუნქციონირება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება. იქნება ეს კოვიდ 19 -ის საკითხი თუ სხვა. ბევრი სიახლე არ მაქვს. მე არ დავიწყებ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებების განსჯას. თითოეული მათგანი თავად უნდა მივიდეს სწორ დასკვნამდე, მაგრამ ახლა ყველამ მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ დრო იწურება.

გუშინ "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრის თემა იყო დიალოგი და შემდეგი ნაბიჯები. ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის იქნება შესაძლო მეხუთე რაუნდი. იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, მე ვისურვებდი, რომ მენახა მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება. მე არ ვფიქრობ, რომ საკითხი დახურულია. ჩვენ გვჯერა რომ შედეგის მიღწევა შესაძლებელია", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.