საზოგადოება
დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი უწყება ალერგიის მქონე მოქალაქეებს ურჩევს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთონ

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი უწყება ალერგიის მქონე მოქალაქეებს ურჩევს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთონ. ეს გაფრთხილება უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც „ფაიზერი“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორ ადამიანს ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა. ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანი“ ავრცელებს.

როგროც იუწყებიან, დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის მუშაკებს, რომელთაც აცრა გაუკეთეს, ალერგიული რეაქცია ჰქონდათ.

ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოები აფრთხილებენ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს მკვეთრად გამოხატული ალერგია წამლებსა და საკვებზე არ უნდა გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.

„ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ახალ ვაქცინებს ეხება“, – განაცხადეს დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ალერგიული რეაქცია გამოუვლინდათ, საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი გუშინ დაიწყო.