პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: სომხეთს რუსეთი გადაარჩენს, აზერბაიჯანს - ენერგომატარებლები. რა გადაარჩენს საქართველოს? (NEWS FRONT)

     ინტერვიუ საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან - სპეციალურად NEWS FRONTთვის

   - ბატონო არნო, უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით მადლობა გადაგიხადოთ, რომ კორონავირუსის მძიმე ფორმით ინფიცირების მიუხედავად, NEWS FRONT- თან ინტერვიუ დათანხმით. გაჩნდა მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებზეც პასუხ ვერც ქართულ და ვერც უცხოურ პრესაში ვერ მივაკვლიეთ და ოგმართეთ, რადგან ისინი საქართველოს ეხება.

   ჩვენ დაგვაინტერესა ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ორგი ვოლსკის, ჩვენი თვალსაზრსიით, ძალზედ საყურადღებო კომენტარმა. მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანმა, რომელიც, ჩვეულებრივ, მედიისთვის კომენტარს აკეთებს ხელისუფლების პოზიციაზე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, გამოხატა ახალი პოზიცია, დაე ლაკონურად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივების შესახებ. მომავალში, უნდა ვიფიქროთ, ადრე თუ გვიან, გარკვეული წინაპირობების შემდეგ, რუსეთი შეძლებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს არა მხოლოდ დანარჩენ მსოფლიოსთან, არამედ საქართველოსთანაც, მათ შორის - პოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად, - განაცხადა ვოლსკიმ, რომელსაც სამართლიანად მიიჩნევენ მმართველი გუნდის ერთ–ერთ მნიშვნელოვან „სახედ“.

   - აბსოლუტურად ვეთანხმები ვოლსკის. თავად რუსეთს ძალიან სურს გარკვეული წინაპირობების წარმოქმნა, რის შემდეგაც შეძლებს პარტნიორული დიალოგის წამოწყებას აშშ–სა და ევროკავშირთან, რომლებთანაც ბოლო წლებია მეტოქეობის რეჟიმში იმყოფება მისთვის დაწესებული სანქციების გამო. სამხედრო დაპირისპირება და დაკონსერვებული მილსადენები, სავაჭრო აკრძალვები - ეს ყველაფერი დამატებით ფიტავს რუსეთის ეკონომიკას, პანდემიასთან ერთად, რომელმაც ყველა ქვეყნის ეკონომიკას დაარტყა. ამიტომ, თუ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, ხოლო მომავალ წელს გერმანიის ახალი კანცლერი შესთავაზებენ რუსეთს მისაღებ პირობებს დაგროვილი პრობლემების გადასაწყვეტად, ეს ყველა მხარისთვის საუკეთესო იქნება. აი, ალბათ, რა ჰქონდა მხედველობაში ვოლსკის, როდესაც ამბობდა, რომ ადრე თუ გვიან, რუსეთ შეძლებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას, მათ შორის - პოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად. როგორც გამოცდილმა დიპლომატმა, მან შესანიშნავად იცის, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან სხდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელშეკრულების გაფორმებამდე გავლილია გზის თითქმის ნახევარი, შესრულებულია წინასწარი ტექნიკური სამუშაოები. ხოლო გლობალური დარეგულირების კონტექსტში, რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებიც დაიწყება - ცხოვრება გრძელდება და ვფიქრობ, პრაღის ფორმატი ამ მოლაპარაკებების საუკეთესო მომზადებაა.

     - რა „გარკვეული წინაპირობები სჭირდება ამას? საინტერესოა, რა აქვს მხედველობაში ორგი ვოლსკი?

   - არსებობს საითხები, რომელთა წინასწარ ხსენებაც კი კონტრპროდუქტიულია, მით უმეტეს, რომ კონტურები ჯერ ძალიან ბუნდოვანია. ასეთ შეცდომას არასოდეს დაუშვებს ვოლსკი, რომელიც არ იყენებს პრიმიტიულ პოპულისტურ შაბლონებს, რომლებიც გათვლილია იაფფასიანი წამიერი პოპულარობისთვის.

მთლიანობაში კი სიტუაცია შემდეგნაირია: საგარეო და საშინაო პოლიტიკაში საქართველო ხელმძღვანელობს სამი საერთაშორისო პარტნიორის რეკომენდაციით: აშშ, ევროკავშირი, ნატო. ხომ ასეა? ხოლო სამხრეთ კავკასიაში საქართველოს ორმა მეზობელმა მყისიერად და წარმატებით მოაგვარა თავისი დიდი ხნის პრობლემები რუსეთისა და თურქეთის დახმარებით, დემონსტრაციულად განაცხადა რა უარი აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოს დახმარებაზე. მიაქციეთ ყურადღება - თურქეთმა, როგორც ნატოს წევრმა, საკუთარი პოზიციონერობა არ მოახდინა - პირიქით, სასტიკად გააფრთხილა აშშ, საფრანგეთი და ნატოს სხვა წევრი-ქვეყნები პროცესებში ნებისმიერი ჩარევისგან. სულ რაღაც ორ კვირაში ათიათასობით ლტოლვილი თავის სახლებში დაბრუნდნენ, რასაც ჩვენ ოცი წელია ვერაფრით მივაღწიეთ. ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში მიღწეული წარმატება მთელმა მსოფლიომ აღიარა, მათ შორის - საქართველოს ხელმძღვანელობამაც.

   შემდეგ. აშშ–მა, ევროკავშირმა და ნატომ ერთხმად აღიარეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მართალია – არა უნაკლოდ, მაგრამ შემდგარ, დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებად, ანუ მხარი დაუჭირეს ხელისუფლებას. რაც შეეხება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას: პრეზიდენტ ტრამპს, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნების - ნატოს წევრების ლიდერებმა ბევრჯერ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია ალიანსში საქართველოს წევრობის შესახებ - "მომავალში, მაგრამ არა ახლა". გენერალური მდივნის, სტოლტენბერგის პოზიციაც უწინდებური დარჩა - "როდის - არ ვიცით, მაგრამ ამ სანდო პარტნიორთან თანამშრომლობას გავაღრმავებთ და გავაფართოვებთ". არ არის ცნობილი, რას იტყვიან აშშ-სა და ევროკავშირის ახალი ლიდერები, „სამოქმედო გეგმაც“ (MAP) რომც მოგვცენ, ეს კარდინალურად ვერაფერს შეცვლის - ნატოს საერთაშორისო წვრთნები საქართველოში, სამხედრო ბაზების ტერიტორიებზე კვლავაც გაგრძელდება, საქართველო-ნატოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასებების ცენტრი იფუნქციონირებს და საქართველო, თავისი ნავსადგურებითა და საზღვაო სამხედრო ძალებით, შავი ზღვის უსაფრთხოების დოქტრინის ცენტრალურ ფუგურად გარჩება.

   მეორეს მხრივ, რუსეთი ჩქარობს შეკრას "სამხრეთკავკასიური წრე" - თითქმის ყველა ახალი შესაძლებლობა - სატრანსპორტო და ენერგეტიკული მაგისტრალები, საზღვრები და დერეფნები, რომლებიც ახლა იხსნება თურქეთს, აზერბაიჯანს, მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის - ასე თუ ისე "განასკვულია" საქართველოზე. საქართველოს გარეშე ამიერკავკასიის "არტერიები" ყოველთვის პარალიზებული იქნება! რაღა თქმა უნდა, ვგულისხმობ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსაც.

   ახლა მიპასუხეთ, გეთაყვა - როგორ შეიძლება ჩვენი პრობლემების გადაჭრის პოვნა უფრო რთული იყოს, ვიდრე ყარაბაღის პრობლემის მოგვარება?! ზუსტად აქედან მომდინარეობს წინაპირობები, რომლებიც ყველასთვის ხელსაყრელია - ქართველებისთვის, აფხაზების, ოსებისა და რუსებისთვისაც, თუ გნებავთ! ზოგიერთ მათგანზე ვოლსკიმ პირდაპირ მიანიშნა თავის ინტერვიუში: საქართველო დაინტერესებულია რუსულ ბაზართან ეკონომიკური ურთიერთობების გარკვეული ფორმატის შენარჩუნებით, რაც კარგია ჩვენი მეწარმეებისთვის ... რუსეთის მოქალაქეებიც უსაფრთხოდ იქნებიან, წარმატებულმა ტურისტულმა სეზონმა ეს არაერთხელ დაადასტურა ... ნუ დაივიწყებთ, რომ ასობით ათასი ქართველი ცხოვრობს რუსეთში, ზოგიერთიორმაგი მოქალაქეობით, ვიღაცას რუსეთის მოქალაქეობა აქვს, საიდუმლო არ არის, რომ პირდაპირი ფრენები მათაც აწყობთ. და ასე შემდეგ.

     - მაგრამ ეს უკვე წინაპირობებია, რომლებიც ქართულ მხარესაც აწყობს, ასე არაა, ბატონო არნო?

- მოლაპარაკებების მაგიდა, რომელსაც, ადრე თუ გვიან, რუსეთი და საქართველო სხდებიან, რომელზეც ვოლსკი საუბრობს, ურთიერთსასარგებლო სივრცეა ”ორმხრივი მოძრაობით”. აი ნახეთ: სომხეთს გადაარჩენს რუსეთი, აზერბაიჯანს – ენერგომატარებლები, და რა გადაარჩენს საქართველოს?! რით ჩავანაცვლებთ მილიონობით რუს ტურისტს, რუსულ ბაზარს და რუს ინვესტორებს?

   რაც შეეხება „რუსოფობიას“: უკაცრავად, და ვის აკრავს დღეს ოპოზიცია „კრემლის აგენტების“ იარლიყებს? რუს ტურისტებს? არა. ჟურნალისტებს? არა. პოლიტოლოგებს? არა, და ეს გასაკვირი არ არის მის შემდეგ, რას კრემლის სინონიმი საქართველოში - ნინო ბურჯანაძე - უკვე დიდი ხანია სააკაშვილის "მარჯვენა ხელი" და ანტირუსული ოპოზიციის „სახეა“! სააკაშვილის პარტიაში გადაინაცვლეს დელეგაციათა წევრებმა, რომლებიც პერიოდულად სტუმრობდნენ მოსკოვს, ოპოზიციის ლიდერშიპის ნახევარი მოსკოვში სწავლობდა, ცხოვრობდა და მუშაობდა, დიდი ხნის წინ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, რაზეც, სხვათა შორის, ბევრს დღენდე უარი არ უთქვამს!

   არა, საქართველოში დღეს ოპოზიცია “კრემლის აგენტების“ იარლიყებს აწებებს მხოლოდ მოქმედ ხელისუფლებასა და მის ლიდერებს! მაგრამ რატომ - კონკრეტულად ვერ ხსნის, „უჭირს“... აი, მთელი „რუსოფობიაა“! ”რუსი ოკუპანტების მონები” - და წერტილი, ისტერიულ ოპოზიციას ამ დროს აფხაზეთის და სამაჩაბლოს ხსენებაც ავიწყდება! როგირც ჩანს, ლოგიკურად ამის შეკავშირებისთვის „ქართულ ოცნებასთან“ გონებრივი შესაძლებლობები არ ჰყოფნით. სააკაშვილს კი დახმარება არ შეუძლია - დაბრუნებისა და ციხეში ჩაჯდომის შეეშინდა, ოპოზიციამაც შეაჩვენა, მით უმეტეს, რომ გადატანილმა კორონავირუსმა მძიმე დარტყმა მიაყენა მის ისედაც არაადეკვატურ ფსიქიკას.

დასრულდა სააკაშვილი, დასრულდა ოპოზიცია, როდემდე უნდა ვიკამათოთ მათ გამო?! დღეს საქართველოში ორი პარტიაა - "ქართული ოცნება" და "უკმაყოფილოთა პარტია", რომლის წევრებმა არავის მისცეს ხმა, ან ბოლოჯერ მისცეს ხმა "ქართულ ოცნებას". მორჩა, წერტილი, სიტუაციიდან გამოსვლის დრო დადგა, ცვლილებების, ახალი ხედვის, კრეატივის დრო! რა დროს „გაერთიანებული ოპოზიაციის“ ზომბები და სააკაშვილია?!

   - და სად ხედავთ დღეს სიტუაციიდან გამოსვლის პოტენციალს? დარჩა კი ის, ბატონო არნო?

   - დიახ, და თუ არ ვცდები (ეს მხოლოდ ჩემი ინტერპრეტირებაა!), ვოლსკიც მიანიშნებს მასზე. პოტენციალი - არიან ქართველებიც, რომლებიც იძულებულნი არიან რუსეთში იცხოვრონ და იმუშაონ, და რომლებიც ოცნებობენ შინ დაბრუნებაზე! სხვათა შორის, არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდანაც! ესენი არც "პრორუსულად" და არა "პროდასავლურად" - ისინი პროქართულად განწყობილი ხალხია (რა თქმა უნდა, ყველა – არა, ქართულ დიასპორაშიც უამრავი არამზადაა). ისინი ყველაფერს იღონებენ სამშობლოსათვის, მაგრამ თბილისში სატრანსპორტო თვითმფრინავებით არ დაბრუნდებიან! და, რა თქმა უნდა, ესენი არიან ჩვენი ქართველები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან!

ერთი მითხარით - კიდევ რა უკეთესი გარანტიაა საჭირო მოგვარებისთვის?! თუ ყარაბაღში 30-წლიანი ომის შემდეგ ორიოდე ათასი რუსი სამშვიდობო მშვიდობას ინარჩუნებს, აქ ასიათასობით ქართველი დაბრუნდება, რუსეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებთან ერთად, ენერგიული ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც რუსეთში მეგობრობენ ოჯახებით, როგორც უწინ საქართველოში, აქორწინებენ შვილებს! რუსები დაბრუნდებიან, ჩვენი ქართველი რუსები! განა ამის შემდეგ დაგვჭირდება სამშვიდობოები ან დამკვირვებლები ლურჯი ჩაფხუტებით ანდა ბერეტებით?!

   ვიმეორებ: აქ ვოლსკიმ საკვანძო სიტყვა თქვა და ეს სიტყვა არის "წინაპირობები", რომლებიც დიდი ხანია წარმოიშვა! საქართველოსს დასავლელი ნამდვილი მეგობრების რეკომენდაციები (და არა კოფის, კინზინგერის, კარპენტერისა და პენსიონერი ჰოჯესის მსგავსი მეოცნებეების!) არანაირად არ ეწინააღმდეგება რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის შესაძლებლობას პოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც, ვოლსკის თქმით, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება”. რატომაც არა, თუ ეს საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება?! თუ არსებობს ალტერნატივა - შემოგვთავაზონ, ჯერჯერობით კი ამაზე რეალურს ვერ ვხედავ ...

     აი ნახეთ, ძალიან ცოტამ თუ იცის (აი, თქვენ ნამდვილად არ გეცოდინებათ, რადგან ჩვენ ამის რეკლამირებას არ ვაკეთებთ!), რომ აფხაზებსა და ოსებს "იმ მხრიდან" უფასოდ მკურნალობენ საქართველოს საუკეთესო კლინიკებში. ან იცით, რომ აფხაზეთი უფრო მეტ ელექტროენერგიას მიხმარს, ვიდრე თბილისი? და რომ ყოველთვის იღებდნენ და იღებენ ამ ენერგიას საქართველოდან, ენგურჰესიდან უფასოდ?! და რომ საქართველოს ამ ზამთარს ენერგეტიკული კრიზისი ემუქრება, რადგან საკუთარი სახსრებით აჩერებს ენგურჰესს გადაუდებელი რემონტისთვის?

ასე რომ, ჩემო კარგო, ჩვენ მრავალი წინაპირობა გვაქვს აფხაზებთან და ისებთან და ნულიდან არაფრის დაწყება არ მოგვიწევს! სამაგიეროდ, ალბათ იცით, რომ ცხოვრება სოხუმსა და ცხინვალში არც ისე სახალისოა, როგორც ადრე, რადგან ფსევდო-დამოუკიდებლობა "მწარე შოკოლადია" ... აი კიდევ წინაპირობები, ამჯერად უკვე აფხაზებისთვის, ოსებისა და რუსებისთვის, რომლებიც, თავის მხრივ, ინახავენ ამ დოტაციურ ტერიტორიებს, როგორც შეუძლიათ...

- მადლობა ინტერვიუსთვის! გამოჯანმრთელდით.

2020 წლის 2 დეკემბერი
საქართველო
, თბილისი