აქტუალური
ამირან გამყრელიძე - ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ გამკაცრებული ღონისძიებებით უცბად კორონავირუსის 1000 შემთხვევაზე ჩამოვალთ

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ გამკაცრებული ღონისძიებებით, სამ კვირაში ქვეყანას დღეში მხოლოდ 1 000 ინფიცირებული ეყოლება.

გამყრელიძის თქმით, შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოების შედეგი უნდა იყოს ის, რომ ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შეზღუდვების ამოქმედებიდან სამი კვირის თავზე 5 000-ს არ მიაღწიოს.

გარწმუნებთ, გადაწყვეტილებები იქნება ბევრად გამკაცრებული, ვიდრე დღეს არის და მან შედეგი უნდა მოიტანოს. შედეგი რა იქნება? დღეს რომ 3 000 და 4 000 შემთხვევა გვაქვს, მისი ზრდა არ უნდა იყოს სამი კვირის შემდეგ. ანუ, არ უნდა გვქონდეს 5 000 და 6 000, მაგრამ როგორც შევიქმენით ილუზია ზაფხულში, რომ საქართველომ თურმე დაამარცხა კორონავირუსული ინფექცია და ა.შ. ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ უცბად, 3 000-დან, 4 000-დან ჩვენ ჩამოვალთ 1 000-ზე. არა, ეს ვერ იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.