პოლიტიკა
სომხური მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი ერევანში არეულობის დროს აშშ-ის საელჩოს შენობას აფარებდა თავს

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. „პოლიტიკ. ამ“-ის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი ერევანში არეულობის დროს აშშ-ის საელჩოს შენობას აფარებდა თავს. როგორც სომხური მედია იუწყება, 9 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიანი ყარაბაღის ზონაში კონფლიქტის დასრულებას ითვალისწინებს, ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო.

დემონსტრანტების ნაწილი სომხეთის მთავრობის სახლში და პარლამენტში შეიჭრა.

როგორც „პოლიტიკო.ამ“ იუწყება, ამ დროს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. გავრცელებული ცნობით, ფაშინიანმა აშშ-ის საელჩოს შენობას შეაფარა თავი.