საზოგადოება
აშშ-ის საელჩო - საელჩო მოუთმენლად ელის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება.

„აშშ-ის საელჩო თბილისში მოუთმენლად ელის სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის“, – აღნიშნულია საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვევა.