პოლიტიკა
რუსეთი მხარს უჭერს სააკაშვილს? - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილისგან

     ბატონო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრო!

   ჩემი ღია წერილი შეგიძლიათ კოლექტიურად ჩათვალოთ, რაც ძირითადად განპირობებულია რუსეთის მთავარი სახელმწიფო მედიის საინფორმაციო პოლიტიკით, რომელიც ჩვენს გაკვირვებას იწვევს.

   „ჩვენ“ – ვართ სხვადასხვა პროფესიის საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის პოლიტოლოგები, ჟურნალისტები და მედიის ხელმძღვანელები, რომლებიც რეალისტურად უყურებენ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივებს.

   საქმე ისაა, რომ წამყვანი რუსული მედია დიდი ხანია თავს არიდებს ქართველ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს - დემონსტრაციულად უგულებელყოფსაყოველთაოდ აღიარებული ექსპერტების აზრს, რომლებიც პატივს სცემენ ქართველ საზოგადოებასა და ქართულ დიასპორაში საზღვარგარეთ, მათი პატრიოტიზმის, უდაო პროფესიონალიზმისა და უზადო ბექგრაუდნდის გამო, რომელთა საქმიანობა ეხმიანება საქართველოს სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს.

ამავდროულად, რუსულ მედიასივრცეში ვერ ნახავთ რადიკალურ ოპოზიციად გაერთიანებული ულტრარუსოფობიული პოლიტიკური ძალების გმობას: ტაბუ ადევს მისი ლიდერის, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის, ექსმმართველი პარტიერთიანი ნაციონალური მოძრაობისადა მათი აპოლოგების კრიტიკას. უფრო მეტიც, რუსულ ტელევიზიასა და რუსული გამოცემების ფურცლებზე პერიოდულად ხვდებით ცუდად შენიღბულ პიეტეტს ამ უკანასკნელთა მიმართ, ხოლო ზოგიერთი რუსული მედიაგიგანტი ზღვარგადასულად ახდენს ყველაზე ოდიოზური მარგინალების ტირაჟირებას.

ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტებთან ერთად, ეს ხელს უწყობს თვალსაზრისის ჩამოყალიბებას ქართველ საზოგადოებაში, რომ ოფიციალური მოსკოვი საქართველოსაპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებულ ოპოზიციას უჭერს მხარს და ფარულად ”აკურთხა” სააკაშვილი ახალი ”ვარდების რევოლუციის” მოწყობაზე. ეს დაადასტურა სააკაშვილის პარტიული ტელევიზია „მთავარი არხის“ ეთერში მისმა მუდმივმა სტუმარმა, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურანაძე - აქაოდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრორუსულმა პარტიამსაქართველოს პატრიოტთა ალიანსმაარ ცნო არჩევნები - ეს ნიშნავს, რომ კრემლმა მისცა თანხმობა საქართველოში ხელისუფლების შეცვლო! ამავე დროს, ბურჯანაძე არ გამორიცხავს მოვლენათა განვითარების სისხლიან სცენარს.

            ბატონო მინისტრო!

     თქვენ გაგიკვირდებათ, როცა შეიტყობთ, რომ საქართველოს რიგითი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა შემდეგნაირად მსჯელობს:

- სააკაშვილების ოჯახი ტრადიციულად თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან: ბაბუა თანამშრომლობდა „ენ-კა-ვე-დე“–სთან, დედა იყო „კა-გე-ბე“– ს მეორე სამმართველოს აგენტი, ბიძა - თემურ ალასანია, რომელიც მიშაზე ბავშვობიდან დღემდე ზრუნავს, მუშაობდა სსრკ–ის საგარეო საქმეთა სამინისტროში და იყო სსრკ-ს „კა-გე-ბე“–ს პირველი მთავარი სამმართველოს აგენტი;

- ბიძამისის რეკომენდაციით, სააკაშვილმა სამხედრო სამსახური მოიხადა სსრკ–ის „კა-გე-ბე“–ს სასაზღვრო ჯარებში;

- სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მისი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგორი (გრიგოლ) ვაშაძე, სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსმოსური შეიარაღების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი, ასევე თანამშრომლობდა სსრკ-ის „კა-გე-ბე“-სთან;

- სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა რუსეთის მხარდაჭერის წყალობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვის სახით, რომელიც თბილისში „ვარდების რევოლუციის“ დროს ჩამოფრინდა, რათა სააკაშვილი-ბურჯანაძე-ჟვანიას ”რევოლუციური ტროიკისთვის” ხელისუფლების გადაცემის შუამავლად ქცეულიყო,;

- ნინო ბურჯანაძეს, სააკაშვილის ერთგულ მოკავშირეს, რომელიც „ვარდების რევოლუციის” შედეგად სახელმწიფოს მეორე პირად - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ, იქცა, არაერთხელ უმასპინძლეს რუსეთის პრეზიდენტმა ვ. ვ. პუტინმა და რუსეთის ხელისუფლების მრავალმა უმაღლესმა წარმომადგენელმა. თუმცა, რუსული „შლეიფის“ მიუხედავად, სააკაშვილმა სიხარულით მიიღო უკან ნულოვანი რეიტინგის მქონე უელექტორატო ნინო! ამის შემდეგაც კი, ბურჯანაძე კვლავაც წამყვანი რუსული მედიის „ვარსკვლავია“ – ცენტრალური პრესის, საინფორმაციო სააგენტოებისა და მაღალრეიტინგული პოლიტიკური თოქ–შოუების ტელეეთერების მუდმივი რესპონდენტი, არადა, ერთი კვირის წინ, როდესაც კომენტარს აკეთებდა იმავე „მთავარმა არხის“ მიერ აღმოჩენილი „გე–რე-უ“- ს საიდუმლო გეგმა – „პროექტი საქართველო 2020”–თან დაკავშირებით, მან გააფრთხილა რუსეთი, თავი შეეკავებინა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან;

- სააკაშვილის ოპოზიციური ბლოკის კიდევ ერთი ლიდერი, ნატო ჩხეიძე, ისევე როგორც ბურჯანაძე, დიდი ხნის განმავლობაში თავს იკატუნებდა პრორუს პოლიტიკოსად და სისტემატურად დაფრინავდა მოსკოვში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, ლეონიდ კალაშნიკოვსა და რუსეთის სახელმწიფო დუმის სხვა ხელმძღვანელებთან შესახვედრად;

- ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ბურჯანაძესთან ერთად, ვითომდა აპირებდა რუსული ჯარის შემოყვანას საქართველოში, თუმცა მხოლოდ სისხლიანი დარბევისთვის გაწირა მომიტინგენი 2011 წლის 26 მაისს, თავად კი, ბურჯანაძესთან ერთად, საღ–სალამათი დარჩა;

- სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიის პირველი ნომერია ესტრადის მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე, რომელმაც არჩევნების წინ, პარტიის დასკვნით მიტინგზე დედაქალაქის თავისუფლების მოედანზე სააკაშვილის დავალებით რუსულად შეასრულა ლეგენდარული „თბილისო“;

- სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში დაიწყო სამხედრო ოპერაცია, აშშ–ისა და ნატოს ლიდერების გაფრთხილების მიუხედავად, რომ რუსეთის ჩარევის შემთხვევაში, ისინი მას არ დაეხმარებოდნენ. ეს დასრულდა საქართველოს ტერიტორიის 20% -ის დაკარგვით, იგივე გააკეთა სააკაშვილმა უკრაინაში, როდესაც ყირიმი და დონბასი რუსეთის სასარგებლოდ დაკარგა. და, ამ ყველაფრის მიუხედავად, ის დღემდე დაუსჯელი რჩება, რადგანაც მას რუსეთი ფარველობს;

- სააკაშვილი უკრაინაში მის დღევანდელ სტატუსსა და უკრაინის მოქალაქეობას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უნდა უმადლოდეს, რომელმაც ურჩია ვლადიმერ ზელენსკის, როგორც კი ეს უკანასკნელი უკრაინის პრეზიდენტი გახდა, დაებრუნებინა ყოფილი ქართველის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა;

- სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, გადახაზა რა მედვედევ-სარკოზის გეგმის მეექვსე პუნქტი: ”სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მომავალი სტატუსის საერთაშორისო განხილვის დაწყება”;

- სააკაშვილმა მოატყუა საქართველოს მოსახლეობა, როდესაც საქართველოს ხმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე გაცვალა, ვითომდა, ქართული მხარის მიერ რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას ტვირთების მონიტორინგზე, თუმცა მშვენივრად ესმოდა, რომ ქართველ მებაჟეებსა და მით უმეტეს - მესაზღვრეებს, არც ფსოუსა და არც როკის გვირაბთან არ დაუშვებდნენ;

- სააკაშვილმა საქართველოს ეკონომიკის მრავალი სტრატეგიული დარგი გადასცა რუსეთის სახელმწიფო და კერძო ბიზნესებს გრძელვადიანი სარგებლობისათვის.

       ბატონო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრო!

   მეტად აღარ ვისარგებლებ თქვენი ძვირფასი დროით, თუმცა ამ თავშესაქცევი სიის გაგრძელება შესაძლებელია.

დასასრულ, გვინდა გკითხოთ: მიზანშეწონილად ხომ არ მიგაჩნიათ რუსეთის ფედერაციის პოზიციის გამოხატვა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითზოგადად, ხოლო – კერძოდ, ზემოხსენებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის განცხადებაში, მსგავსი ინსინუნაციების შესაწყვეტად, რომლებიც კონტრპროდუქტიულისაქართველო-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირების თვალსაზრისით?

პატივისცემით,

ქართული საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმის" მთავარი რედაქტორი და გენერალური დირექტორი არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 9 ნოემბერი
საქართველო, თბილისი