საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი - სულ ფეხებზე არ ჰკიდია საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველო, თუ თვითონ ქართველმა ხალხმა არ ამოიღო ხმა?

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. სულ ფეხებზე არ ჰკიდია საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველო, თუ თვითონ ქართველმა ხალხმა არ ამოიღო ხმა? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

საერთაშორისო თანამეგობრობა გეუბნება, თუ თქვენ ყირგიზებზე უარესი ხალხი ხართ, თუ სომხებზე უარესი ხალხი ხართ, თუ ბელარუსებზე უარესი ხალხი ხართ, თუ 2003 წლის ქართველებზე უარესი ხალხი ხართ, თუ თქვენ უკრაინაზე უარესი ხალხი ხართ, მაშინ არ იმსახურებთ და ასეთი ერი, რომელიც არ იმსახურებს თავისუფლებას, მსოფლიოში არის ბევრი. სულ ფეხებზე არ ჰკიდია საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველო, თუ თვითონ ქართველმა ხალხმა არ ამოიღო ხმა?“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა დაინახავს ქუჩაში გამოსულ უზარმაზარ მასას, მთლიანად დადგება საქართველოს მხარეს.

პარლამენტში რამდენი პროცენტი იქნება, რაღაც ფორმალობები, ეს საერთოდ არავის აინტერესებს. არავინ არ მოგვაქცევს ყურადღებას, თუ არ დაინახეს, რომ ჩვენ ვართ ბევრი, ჩვენ ვცემთ პასუხს და ვმოქმედებთ მყისიერად, ჩვენ გვაქვს ღირსება და გვაქვს თავმოყვარეობა, გვაქვს უნარი ძალიან სწრაფი რეაქციისა და პასუხის გაცემის. სხვა პასუხები ამის არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.