სამართალი
თუ პარტია მანდატებზე უარს ამბობს, მან სახელმწიფოსგან პარტიის დაფინანსებაც არ უნდა მიიღოს – ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პარტია მანდატებზე უარს ამბობს, მან სახელმწიფოსგან პარტიის დაფინანსებაც არ უნდა მიიღოს.

როგორც მან ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, კარგი იქნება ამასთან დაკავშირებაში კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა.

პარტიების დაფინანსებაზე ლოგიკურია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც მას ხალხმა და მისმა ამომრჩეველმა მიანიჭა, ბუნებრივია, მან არ უნდა მიიღოს არც ის სხვა პროვილეგიები, რომელიც არჩევნებს და მიღებულ მანდატებს უკავშირდება.ეს არის მათ შორის სახელმწიფო დაფინანსება. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ექცევა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე. ეს იქნება ბუნებრივიცაა, ძალიან ლოგიკური“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ აღნიშნულ თემაზე გამოკითხვა ჩაატარა. ინტერაქტივის შეკითხვა იყო - უნდა შეუწყდეს თუ არა იმ პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო დაფინანსება, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.