სამართალი
„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ვაკის საოლქო კომისიის სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

 საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ხმაური იყო ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი საოლქო კომისიის სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც შეკრებილები აცხადებდნენ, მათ წარმომადგენელს სხდომაზე არ უშვებდნენ.

აქ მიმდინარეობს საოლქო კომისიის სხდომა. საბურთალოს საოლქო კომისია ჩვენს წარმომადგენელს არ აძლევს საშუალებას, რომ ჩვენს მიერ დაწერილი საჩივრების განხილვას დაესწროს. კარები აქვთ ჩაკეტილი, საოლქოს თავმჯდომარე ტელეფონს არ პასუხობს“, – აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე მიხეილ ქუმსიშვილი.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.