აქტუალური
წინასწარი შედეგებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბარიერი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახეს

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. 31 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია. უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, 5% ბარიერი გადალახა მხოლოდ ორმა პარტიამ: „ქართულმა ოცნებამ“ და საარჩევნო ბლოკმა: „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიამ“.

„დათვლილია 106 პროპორციული და 118 მაჟორიტარული უბანი. ყველაზე მეტი უბანი დათვლილია ქობულეთის 29 ოლქში. ამ მონაცემებით მიღებული ხმებით, პირველ ადგილზე პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები არიან", - აცხადებენ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში.