სამართალი
„ქართულმა მარშმა“ „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს რუსთავის ტრასა გადაუკეტა

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართული მარშის“ წევრებმა გუშინ რუსთავი–თბილისის ტრასა გადაკეტეს და განაცხადეს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს თავისუფლების მოედანზე წინასაარჩევნო აქციის ჩატარების საშუალებას არ მისცემდნენ.

ამასობაში „ნაცმოძრაობის“ მომხრეები თავისუფლების მოედანზე წინასაარჩევნო შეხვედრაზე შეიკრიბნენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერების თქმით, ისინი „მომავალი გამარჯვების აღნიშვნას“ გეგმავდნენ.

დღეს ისინი გეგმავენ, რომ კვლავ მოაწყონ ტაშფანდური, თითქოს გამარჯვებული პოლიტიკური ძალაა. „ქართული მარში“ ვაცხადებთ, ვერ გაივლის „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გზაზე და ვერ ჩაატარებს ტაშფანდურს“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული მარშის“ წარმომადგენელმა ირაკლი შიხიაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 48 პარტია და ორი ბლოკი. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით. საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს.