აქტუალური
გიორგი გახარია - ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება 1,2 მილიონზე მეტ ოჯახს, ხოლო გაზის საფასურის ანაზღაურება 650 ათას ოჯახს შეეხება

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ადრე დავაანონსეთ, ანტიკრიზისული ღონისძიებების მესამე ეტაპი, პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) უკვე ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ გლობალური კრიზისის ფონზე, მთავრობა მოქალაქეებს შეუმსუბუქებს მომავალ თვეებს.

ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება – 200 კვტ. სთ-მდე – 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს; წყლისა და დასუფთავების გადასახადის ანაზღაურება; გაზის საფასურის ანაზღაურება – 200 მ3-მდე – 650 ათას ოჯახს. სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დახმარებაზე უარი თქვას. გლობალური კრიზისის ფონზე ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ“, – აცხადებს გიორგი გახარია.