სამართალი
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება. ქართველი ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული ფორმით აირჩევს (77-ის ნაცვლად), ხოლო მაჟორიტარული წესით – 30-ს (73-ის ნაცვლად). პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება. აგრეთვე, დაწესდება ე.წ. 40%-იანი ჩამკეტიც, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.