უცხოეთი
აშშ-ში კორონავირუსის 78 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 994 ადამიანი გარდაიცვალა

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 78 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 856 413-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თაანხმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 994 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 227 685-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

interpressnews.ge