უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ყველას თავისი სიმართლე აქვს, აქ მარტივი გამოსავალი არ არსებობს

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ყველას თავისი სიმართლე აქვს, აქ მარტივი გამოსავალი არ არსებობს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეთნიკური დაპირისპირებით დაიწყო.

„მაშინ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად არანაირი ქმედითი ზომები არ მიიღო და სომხებმა იარაღი აიღეს. ეს კი იქამდე მივიდა, რომ მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის კიდევ 7 რაიონი სომხეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ამ შვიდ რაიონს არანაირი კავშირი არ აქვს ეთნიკურ კონფლიქტთან და სომხეთთან. პირველ რიგში, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა და აზერბაიჯანი აცხადებს: ჩვენ გვაქვს უფლება, დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები და მოვაგვაროთ მთიანი ყარაბაღის საკითხი. ყველას თავისი სიმართლე აქვს. აქ არ არსებობს მარტივი გამოსავალი, რადგან კვანძი ძალიან რთულადაა შეკრული“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

interpressnews.ge