უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გენოციდსა და ოკუპაციაზე საერთაშორისო საზოგადოების სიჩუმით წახალისებული სომხეთი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიას განაგრძობს

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. აზერბაინაჯის ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც სომხეთის მიერ განხორციელებული გენოციდია, დაახლოებით 30 წელია გრძელდება. გენოციდსა და ოკუპაციაზე საერთაშორისო საზოგადოების სიჩუმით წახალისებული სომხეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიას განაგრძობს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთი დაინტერესებულია რეგიონში კონფლიქტის დიდი ცხელი წერტილის შექმნით.

„ბოლო დროის პროცესებმა აჩვენა, ვინ არის სინამდვილეში მშვიდობის მომხრე. საერთაშორისო საზოგადოებამ ეს რეალობა უნდა დაინახოს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის ყოფნა უნდა დაასრულოს," - აღნიშნა ერდოღანმა.

interpressnews.ge