აქტუალური
სომხეთის საელჩო საქართველოში - ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას, სიმართლეს არ შეესაბამება

 საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას.

ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საწვავის ან ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს“,- აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სომხეთის საელჩო მუდმივ კონტაქტშია საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან.

საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, საკითხის სწრაფი გადაჭრის მიზნით, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საქართველოში სომხეთის საელჩოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სომხეთის საელჩო საქართველოში ყველას მოუწოდებს, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან ეს პირდაპირ აზიანებს სომხეთის სახელმწიფო ინტერესებს.