სამართალი
ირაკლი კობახიძე - საქართველო შეიძლება იყოს საუკეთესო პლატფორმა იმისთვის, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები შედგეს

 საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველო შეიძლება იყოს საუკეთესო ადგილი და პლატფორმა იმისთვის, რომ ასეთი ტიპის სამშვიდობო მოლაპარაკებები შედგეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადების შეფასებისას განუცხადა, სადაც გახარია ამბობს, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მონაწილეთა შეხვედრას თბილისში.

კობახიძის თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი.

საქართველოს აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა და ტრადიციული ისტორიული მეგობრობა გვაკავშირებს ორივე ქვეყანასთან. აქედან გამომდინარე, საქართველო შეიძლება იყოს საუკეთესო ადგილი და პლატფორმა იმისთვის, რომ ასეთი ტიპის სამშვიდობო მოლაპარაკებები შედგეს და ბუნებრივია ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ ჩვენს თავზე ასეთ მისიას თუ ამის ინტერესი იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.