საზოგადოება
რომან გოცირიძე - ხელისუფლების ერთ-ერთი საფირმო ნიშანია ფიზიკური ზემოქმედება „ზონდერების“ მეშვეობით, მალე კრიმინალებიც გამოჩნდებიან

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ნაცადი ხერხი გამოიყენოს არჩევნებში, რაც არაერთხელ გვინახავს წლების განმავლობაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. გოცირიძემ აღნიშნულის შესახებ ბოლნისის ინციდენტზე მმართველი გუნდის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ არ გაუკვირდება, თუ გლდანში მომხდარ ინციდენტშიც ოპოზიციას დაადანაშულებენ.

გოცირიძის განცხადებით ყველამ იცის ის, თუ რა მოხდა ბოლნისში და სამართლიანი არჩევნების ანგარიშიც მოწმობს, რომ მმართველი გუნდი ძალადობრივ კამპანიას აწარმოებს.

ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ნაცადი ხერხი გამოიყენოს არჩევნებში, რაც არაერთხელ გვინახავს წლების განმავლობაში. ფიზიკური ზემოქმედება იყო ერთ- ერთი მათი საფირმო ნიშანი თავიანთი „ზონდერების“ მეშვეობით, მალე კრიმინალებიც გამოჩნდებიან. ვიდრე საარჩევნო უბნებთან ჩაიცუცქებიან, მეზობლებს აშინებენ და უბან-უბან დადიან. თუკი მსგავსმა შემთხვევებმა გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე, ეს მძიმედ დასრულდება დღევანდელი მმართველი გუნდისთვის, ამას არც ხალხი აპატიებს და არც საერთაშორისო თანამეგობრობა. შეწყვიტონ საარჩევნო პროცესის დარღვევით წარმართვა - ეს არის ჩვენი მოწოდება“, - განაცხადა გოცირიძემ.