უცხოეთი
სერგეი მირონოვი არ გამორიცხავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ყარაბაღში რუსეთის „სამშვიდობო ძალები“ შევიდნენ

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის, „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ყარაბაღში რუსეთის „სამშვიდობო ძალები“ შევიდნენ. ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არა რაიმე აბსტრაქტული გარე ძალები, არამედ ნატო-ს წევრი თურქეთი ამ დაძველებული კონფლიქტის გაღვივებას ხელს უწყობს.

მიმაჩნია, რომ ქვეყნებს შორის ცეცხლის შეწყვეტის და ძალების გაყვანის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესაძლოა, სამშვიდობო ძალების შეყვანა გახდეს საჭირო“, – აცხადებს სერგეი მირონოვი.