პოლიტიკა
ამ არჩევნებზე ან აიღებს უმრავლესობას ნაციონალური მოძრაობა, ან საქართველო დაიღუპება! - სააკაშვილს არ სჯერა პარტიების და უარყოფს კოალიციურ მთავრობას

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. „მე ვხედავ საზოგადოების კოალიციას, მე საერთოდ ვერ ვხედავ პარტიულ კოალიციას. არ მჯერა პარტიებისა და პარტიუკების, არ მჯერა პოლიტიკანობის“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საერთოდ არ მჯერა, ზოგადად, პოლიტიკანობის და პოლიტიკოსობის, ვიწრო გაგებით. მე მჯერა სახელმწიფოებრივი აზროვნების, მე მჯერა ინოვაციების, მე მჯერა ფართო ხედვის და პატრიოტიზმის, მე მჯერა ფართო საზოგადოებრივი ძალების გაერთიანების. მე მჯერა სახელმწიფო მოღვაწეების, ინოვაციის, ფართო საზოგადოებრივი ხედვის, პატრიოტიზმის, ფართო საზოგადოების გაერთიანების. ახლა გვჭირდება სტაბილიზაცია. ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებზე უმრავლესობას ან აიღებს, ან საქართველო დაიღუპება. საქართველო არ დაიღუპება, ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი გამარჯვების მერე იქნება ფართო საზოგადოებრივი ინტერესებით წარმოდგენილი მთავრობა, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.