უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსეთს ბელარუსის „ჩაყლაპვა“ სურს, წმინდა წყლის სისულელეა

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. ბრალდებები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მოსკოვში ვიზიტის შემდეგ რუსეთს ბელარუსის „ჩაყლაპვა“ სურს, წმინდა წყლის სისულელეა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსში არსებული სიტუაციის ფონზე ლუკაშენკოს რუსეთში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

დიმიტრი პესკოვის განმარტებით, რუსეთ-ბელარუსის ყველა სამიტის დროს სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ვალები, ნავთობითა და გაზით მომარაგება, განიხილება.

interpressnews.ge