პოლიტიკა
ხიდირბეგიშვილი მართალი აღმოჩნდა - ხოდორკოვსკი იტყუება, ინაშვილსა და თარხან-მოურავს რუსეთიდან ფული არ მიუღიათ! - საქინფორმი

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. მოგეხსენებათ, რომ მიხაილ ხოდორკოვსკის ორგანიზაციის „ცენტრიდოსიე”” საიტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა მოხსენება ორ ნაწილად: როგორ ერევა კრემლი მეზობელი ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში. არჩევნები საქართველოში, სადაც დაადანაშაულა ოპოზიციური პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსისლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი რუსეთის სახელისუფლებო სტრუქტურებსა და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში, საიდანაც, მათ თითქოსდა მიიღეს დიდი თანხები აშშ დოლარებში კრემლის ინსტრუქციების შესრულებაში.

   ამ დასმენების გამოქვეყნებისთანავე, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა გამოაქვეყნა ორი ანალიტიკური პუბლიკაცია, სადაც ელემენტარული ლოგიკის საფუძველზე დაამტკიცა, რომ ეს - ფეიკია, ხოლო ხოდორკოვსკი - ტროლი და ბოტი, რომელიც ცრუობს.

   მკითხველებს შევახსენებთ ამ პუბლიკაციებს:

არნო ხიდირბეგიშვილი - ირმა ინაშვილზე, დავით თარხან-მოურავსა და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსზე“ მიხეილ ხოდორკოვსკის „დოსიეს“ შესახებ

არნო ხიდირბეგიშვილი: ხოდორკოვსკის სურს თქვას, რომ საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი ირმა ინაშვილი რუსეთის აგენტია?!

   ამით თითქოსდა თემა ამოიწურა. მაგრამ მოულოდნელად გუშინ საღამოს, თავის უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაციის პროცესში, არნო ხიდირბეგიშვილმა მოულოდნელად მიიღო უტყუარი ინფორმაცია, რომ ირმა ინაშვილსა და დავით თარხანმოურავს რუსეთიდან არცერთი დოლარი არ მიუღიათ! და ვერც მიიღებდნენ, რადგანაც მოხსენებაში მითითებული მოსკოვური კომპანია "POLITSECRETS", რომელიც თითქოსდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მითითებით "საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან" მუშაობდა და აფინანსებდა მათ შეკვეთილ ღონისძებებს, უკვე სამ წელიწადზე მეტია იურიდიულად და ფიზიკურს აღარ არსებობს!

   სამწუხაროდ, პატრიოტთა ალიანსი ვერ შეძლებს მიხაელ ბორისოვიჩს უჩივლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, შემდეგ კი მოგებული კომპენსაციით საქართველოში "კრემლის პოლიტიკა გაატაროს" – „დოსიეს ცენტრის“ საიტზე შავით თეთრზე წერია, რომ ისინი პასუხისმგებელი არ არიან განთავსებული ინფორმაციის უტყუარობაზე...

   მაგრამ კოლაჟისთვის, რომლითაც გაფორმებულია პირველი მოხსენება - რუსეთის სახელმწიფო გერბიდან არწივის ბრჭყალებიანი თათი, რომელსაც რუსეთის ეროვნული დროშის ფერებიანი სითხით ჭიქა უკავია, ფსკერზეპატრიოტთა ალიანსისემბლემით, და ეს ყველაფერი გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშის ფონზე - სავსებით შესაძლებელია ხოდორკოვსკის სასამართლოს ძალით დიდძალი თანხის გადახდა მოსთხოვო! რასაც იგი მიხვდა (ან მისმა ФСБ-ს კურატორმა გააფრთხილა!) და სურათი "კრემლის ტორტით" შეცვალეს.

გვიანია, ხოდორკოვსკი, გვიანია! სქრინშოტები ხომ დაგვრჩა...

 

საქინფორმი
2020 წლის 9 სექტემბერი
საქართველო, თბილისი