საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ნატოს სწავლებას საქართველოში – „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელიც გუშინ ოფიციალურად გაიხსნა

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ღირსეული პარტნიორი 2020“ სწავლებას მიესალმება.

მივესალმები მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად მონაწილეობას იღებენ ნატო-ს ოთხი წევრი ქვეყნის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები.

უმნიშვნელოვანესია ამ საერთაშორისო წვრთნის როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.