უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ჯერჯერობით არ გაგვაჩნია იმის მტკიცებულება, რომ ნავალნი მოწამლულია, თუმცა აშშ-მ ეს საკითხი სერიოზულად უნდა შეისწავლოს

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ გააჩნია იმის მტკიცებულება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოწამლულია, თუმცა შეერთებულმა შტატებმა ეს საკითხი სერიოზულად უნდა შეისწავლოს.

„ზუსტად არ ვიცი რა მოხდა. ვფიქრობ, ეს ტრაგედიაა, საშინელებაა, არ უნდა ხდებოდეს. ჯერჯერობით მტკიცებულება არ გვაქვს, თუმცა შევისწავლი,“- აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ძალიან გაბრაზდება, თუკი აღმოჩნდება, რომ ნავალნი მოწამლულია.

„ვფიქრობ, ეს საკითხი ძალიან სერიოზულად უნდა შევისწავლოთ. თუ ეს ასეა, ძალიან გავბრაზდები. შევხედავთ ციფრებსა და დოკუმენტებს, რადგან ჩვენ ძალიან ბევრ დოკუმენტს გამოგვიგზავნიან უახლოეს დღეებში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ არ არსებობს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ გერმანიის მთავრობის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

interpressnews.ge