უცხოეთი
რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 4 995 ადამიანი დაინფიცირდა და 114 ადამიანი გარდაიცვალა

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 009 995-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზედიზედ მეხუთე დღეა ქვეყანაში ახალი შემთხვევების რიცხვი მატულობს. გარდა ამისა, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 114 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 17 528-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 826 935 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

interpressnews.ge