პოლიტიკა
სააკაშვილი არის ნარკომანი, მკვლელი, ლაჩარი და კორუმპირებული, ამიტომ ის საქართველოში ვეღარასოდეს დაბრუნდება! - არნო ხიდირბეგიშვილი

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. „ბატონო არნო, სააკაშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ უცხოურ მედიასთან ინტერვიუების სერიაში თქვენ ჩამოთვალეთ მრავალი სერიოზული გარემოება, რომელთა გამოყენებაც შეუძლია მას საქართველოსა და მის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. მაგრამ მინდა გკითხოთ არა როგორც ანალიტიკოსს, არამედ როგორც მოქალაქემ - მოქალაქეს: თქვენ პირადათ რამდენად მაღლა აფასებთ მისი დაბრუნების შანსს? გმადლობთ“, - ეკითხება საქინფორმის მთავარ რედაქტორდავით ქართველიშვილი, უფროსი კლასების ფიზიკის პედაგოგი რუსთავიდან.

   არნო ხიდირბეგიშვილი: მე მის შანსებს 0% –ით ვაფასებ ოთხი მიზეზის გამო, და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. მსოფლიოში არ არსებობს იმ რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნების პრეცედენტები, რომელმაც საკუთარი მოქალაქეების სისხლი დაღვარა!

   და კიდევ, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტები, რომ ხელისუფლებაში უიმედო ნარკომანი დაბრუნდეს. რატომღაც, არავინ მიაქცია ყურადღება, რომ ამ ვიდეომიმართვის დროსაც კი იგი კაიფში იყო, თუმცა ეს ყველასთვის შესამჩნევი უნდა ყოფილიყო მისი მეტყველების არაბუნებრივი ტემპის, შუშის თვალებისა და ნარკოტიკებისგან შეშუპებული სახის გამო. სააკაშვილს მოკვლა საჭირო არ არის - მალე მას ჩაეძინება და „პერესოზიდან“ ვეღარ გაიღვიძებს!

   მესამე მიზეზი, რის გამოც ის არამარტო ხელისუფლებაში - საქართველოში არ დაბრუნდება: რა თქმა უნდა, შესაძლებელია მის წინააღმდეგ შეწყვიტონ სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ამჟამად წარმოებაშია - ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ, საქართველოში მთავარი საელჩოს ზეწოლის შედეგად, ციხიდან გაათავისუფლა კრიმინალები უგულავა და ოქრუაშვილი. მაგრამ მანამ. სანამ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, იგი ცოტა ხნით მაინც უნდა ჩაჯდეს ქართულ ციხეში - მარტო, ნარკოტიკების გარეშე, რაც მისთვის აუტანელია! ის საშინელი ლაჩარია, რაც მთელმა მსოფლიომ იცის, და შიშით მოკვდება, რომ მას იგივეს დამართებენ, რასაც ის ციხეებში უკეთებდა მის ათასობით თანამემამულეს პრეზიდენტობის პერიოდში!

   არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატები მას ვეღარასოდეს დააბრუნებენ ხელისუფლებაში, და ეს მიზეზი არის კორუფცია! დიახ, დიახ, სააკაშვილი, რომელიც მთელ მსოფლიოში ტრაბახობს, რომ თავისი პრეზიდენტობისას მოსპო კორუფცია (და ეს მართლაც ასეა, მაგრამ მხოლოდ დაბალი და საშუალო დონის სახელისუფლებო სტრუქტურებში), თავად არის მსოფლიო მასშტაბის კორუფციონერი! მან მოიპარა მილიონობით, ასობით მილიონი დოლარი და ევრო, მათ შორის დასავლური გრანტებიდან და კრედიტებიდან, აშშ–ისა და ევროკავშირის დახმარებიდან, ივანიშვილისგან სახელმწიფო საჭიროებებისთვის ნათხოვნი სახსრებიდან! უკვე აღარ ვლაპარაკობ სახელმწიფო ბიუჯეტსა და დარეკეტირებულ ბიზნესმენებზე… სააკაშვილს ყველგან ჰქონდა თავისი წილი!

   სხვათა შორის, კორუფციის გამო (უკრაინაში კორუმპირებულ საქმიანობაში მონაწილეობის გამო) სააკაშვილის საქმიანი პარტნიორი ჯოზეფ ბაიდენი აუცილებლად წააგებს ა.წ. 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებს აშშ–ში.