პუბლიკაციები
სააკაშვილი ცდილობს ისარგებლოს მისთვის ხელსაყრელი ვითარებით საქართველოს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად - არნო ხიდირბეგიშვილი (DailyStorm)

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. DailyStorm – თან ინტერვიუში არნო ხიდირბეგიშვილი ვარაუდობს, რომ სააკაშვილი ცდილობს ისარგებლოს რეგიონში და ქვეყანაში მისთვის ხელსაყრელი სიტუაციით, რათა საქართველოში ჩამოვიდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდეს. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დასავლეთის წრეების მუდმივი პრესინგის ქვეშ იმყოფება. ჩვენ დასავლეთმა დაგვიყენა მკაცრი პირობა - რომ მომავალ პარლამენტარავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს უმრავლესობა, მასში არ უნდა დომინირებდეს მმართველი ქართული ოცნება“, რომელიც მაინც ამყარებს გარკვეულ ურთიერთობებს რუსეთთან, ის უნდა იყოს მრავალპარტიული”, - განაცხადა საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა.

   ”ბოლო გამოკითხვების თანახმად, მმართველ პარტიას ორჯერ მეტი ხმა აქვს, ვიდრე სააკაშვილის პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაგრძო ხიდირბეგიშვილმა, – მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას“ ორჯერ მეტი ხმა აქვს, ვიდრე დანარჩენ ოპოზიციას. „ნაცმოძრაობის“ მომხრებით - ექსპრეზიდენტის მმართველობის დროინდელი თანამშრომლებით - დღემდე დაკომპლექტებულია ძალოვანი სტრუქტურების შუა რგოლი და მათ ძალიან სურთ სააკაშვილის დაბრუნება, რომ ისევ პირველ პოზიციებზე დაბრნდნენ".

საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა დასძინა, რომ თუ ოპოზიცია არჩევნებში წააგებს, დასავლეთს შეუძლია მოითხოვოს ხელახალი არჩევნები, რათა უკეთეს შედეგს მიაღწიოს სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“.