უცხოეთი
სერგეი ლავროვი - ამერიკის სანქციების მიუხედავად, მოსკოვი და ბაქო ირანთან ენერგოხიდის პროექტს განახორციელებენ

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. მოსკოვი და ბაქო აპირებენ განახორციელონ ენერგოხიდის პროექტი რუსეთი-აზერბაიჯანი-ირანი, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ირანის ისლამურ რესპუბლიკას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ენერგო ხიდი რუსეთი-აზერბაიჯანი-ირანი საკმაოდ აქტუალური და მოთხოვნადი პროექტია. ეს ყველაფერი გაცილებით იოლი, ეფექტური და სასარგებლო იქნებოდა მრავალი ქვეყნისთვის ასეთი დერეფნის შექმნის ფარგლებში, რომ არ ყოფილიყო ამერიკის არალეგიტიმური ცალმხრივი სანქციები ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. თუმცა, ამ ვითარებაშიც, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს განვახორციელებთ, რაც სარგებელს მოუტანს ევრაზიის ამ ნაწილის რეგიონს“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, დღესვე ისაუბრეს ამ ქვეყნების დაინტერესების თაობაზე მარშრუტის - ასტარა-ბაქო-ასტრახანის განვითარებაზე, რომელიც „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ დერეფნის ფარგლებში შედის.

interpressnews.ge