პოლიტიკა
ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლო - ხვიჩა მღებრიშვილმა დანაშაული აღიარა და სასამართლოს ჰუმანურობისთვის მადლობა გადაუხადა

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლო ხვიჩა მღებრიშვილისთვის 3-თვიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ მღებრიშვილი სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ბრალდებულად სცნო და 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მღებრიშვილმა დანაშაული აღიარა“,- აღნიშნულია დე-ფაქტო რეჟიმის ე.წ. უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ხვიჩა მღებრიშვილმა მოსმენის შემდეგ სასამართლოს „ჰუმანურობისა და ობიექტური განაჩენისთვის მადლობა გადაუხადა“.