სამართალი
თამარ ჟვანია - არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტთან დაკავშირებით კონკრეტული პროტოკოლი შემუშავდება

 საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტთან დაკავშირებით კონკრეტული პროტოკოლი შემუშავდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკო მზადაა, პროტოკოლის შესამუშავებლად ნებისმიერ უწყებასთან ითანამშრომლოს.

ცხადია, საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტთან დაკავშირებით კონკრეტული პროტოკოლი იქნება, რომელსაც შესაბამისი უწყება შეიმუშავებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია მოხარული იქნება, თუ ამ პროცესში ჩავერთვებით. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სამინისტროსთან, საკოორდინაციო საბჭოსთან ნებისმიერ საკითხზე და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს საქართველოში 2020 წლის არჩევნებზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში, გამჭვირვალობის თვალსაზრისით და მეორეს მხრივ, მიუკერძოებელი და პროფესიული შეფასებების თვალსაზრისით. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ დამკვირვებლების ხელშეწყობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იქნება. მზად ვართ, რომ ნებისმიერ უწყებასთან ვიმუშავოთ და ისეთი პოტოკოლი შემუშავდეს, რომელიც როგორც ეუთო-მისიას, ისე IRI-ის, NDI-ის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მაქსიმალურად მისცემს შესაძლებლობას, რომ აწარმოოს არჩევნებზე სრულყოფილი დაკვირვება“, - განაცხადა ჟვანიამ.