აქტუალური
აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას და არასდროს აღიარებს რუსეთის მხრიდან უკანონო ოკუპაციას - სენატორი ჯიმ რიში

 საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას, – ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.

რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრიდან 12 წლის შემდეგ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია. აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას და არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას“, – წერს სენატორი რიში „ტვიტერში“.