პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, თავდაცვის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილი გმირის ხსოვნას.

lV ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდა. ის სეპარატისტებმა წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა და 2013 წელს სოფელ ქვემო ალვანში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.